განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანება N 1111
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და შპს ქუთაისის სამედიცინო სკოლაში ვიზიტის შესახებ
2019 წლის 20 ივნისს, პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში 9 მოსარგებლეს გადაეცა ფარმაცევტის თანაშემწის სერთიფიკატი
2016 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის სამედიცინო სკოლას მიენიჭა ავტორიზაცია
5 ივნისს 14:00 სთ-ზე სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N 99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში განხორციელებული ცვლილებები (2017 წლის 5 მაისის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N 77/ნ ბრძანება), “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის” “მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის” ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.
ქუთაისის სამედიცინო სკოლიდან შეხვედრას ესწრებოდა განათლების ხარისხის მართვის ხელმძღვანელი მედიცინის დოქტორი დალი შონვაძე.
20 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, გაიმართა შეხვედრა პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან
შეხვედრაზე განხილულ იქნა დაწესებულებებისთვის აქტუალური საკითხები, რომლებიც უკავშირდება რეესტრის წარმოებას, რეავტორიზაციის პროცესს, ვებ-გვერდის გამართულ ფუნქციონირებას და შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებას. ასევე გაზიარებული იქნა პრაქტიკული რეკომენდაციები და რჩევები ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
“ქსს” ადმინისტრაცია აცხადებს თანამშრომელთა მიღებას სხვადასხვა პოზიციებზე (უწყვეტად). თანამშრომელთა მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ექთნის თანაშემწის სახელმძღვანელო
ქუთაისის სამედიცინო სკოლამ გამოსცა ექთნის თანაშემწის სახელმძღვანელო რომელსაც შეგიძლიათ ადგილზე გაეცნოთ და შეიძინოთ
პროფესიული სტუდენტის უნარჩვევების შეფასება
სიუჟეტი სადაც აღწერილია პროფესიული სტუდენტის უნარჩვევების შეფასება
.
სიუჟეტი ტელეკომპანია რიონზე
ქუთაისის სამედიცინო სკოლაში გაიმართა წინა საახალწლო ღონისძიება რომელიც გაშუქებულ იქნა ტელეკომპანია რიონის მიერ.
სამედიცინო სკოლის შესახებ ტელეკომპანია რიონზე
საზოგადოებრივი კოლეჯის რექტორის იოსებ კაჭახიძის გამოსვლა სამედიცინო სკოლა ქუთაისის შესახებ ტელეკომპანია რიონის ეთერში.