ჩვენს შესახებ

ქუთაისის სამედიცინო სკოლის- საზოგადოებრივი კოლეჯის მთავარი მისიაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სწავლა, სწავლება.
უწყვეტად წარმართოს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გადაცემა.

  1. მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
  2. ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
  3. დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
  4. ახალ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ თვითდასაქმების გზით;
  5. პროფესიულ სტუდენტთა  მობილობის წახალისება;
  6. საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა;
  7. მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის განვითარება;
  8. პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.
  9. ქუთაისის სამედიცინო სკოლა- ჩამოყალიბდეს როგორც სტუდენტზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი და ინოვაციური- საზოგადოებრივი კოლეჯი.
  10. საზოგადოებრივი კოლეჯი ხელს უწყობს სტუდენტის წარმატების უზრუნველყოფის მაღალ ხარისხს მოქნილი, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროგრამებით და მომსახურეობით;

11. მიიწევს პლურალიზმის, ჩართულობისა და გლობალური ცნობიერების ამაღლებისაკენ; და მოქმედებს როგორც კატალიზატორი და ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი რეგიონში.